- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ა(ა)იპ ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში იმყოფებოდა, სადაც ქალაქ ჯვარის ახალადდანიშნული მერის წარმომადგენელი პაატა წურწუმია წარადგინა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე ისაუბრა ჯვარში არსებულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, სტიქიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე.
“მან აქვე მადლობა გადაუხადა დასუფთვებისა და კეთილმოწყობის სამსახურს გაწეული მუშაობისათვის. მერის წარმომადგენელმა ქალაქ ჯვარში პაატა წურწუმიამ კი მზაობა გამოთქვა კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან ქალაქ ჯვარის საკეთილდღეოდ. ასევე, გიორგი ხარჩილავამ,მერის წარმომადგენელთან და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად ნაკას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული საუბნო გზები და სანიაღვრე არხები დაათვალიერა,რომლებიც სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ჯვარის ქანთარიას,რუსთაველისა და სოხუმის ქუჩებზე იმყოფებოდა,სადაც გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.