- აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეს 21:00 საათიდან წალენჯიხაში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკაა მობილიზებული, რათა ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინაციით ხორციელდება.
“წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. თერმული ნისლით დამუშავება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და მერის წარმომადგენელი ქალაქ წალენჯიხაში ლელა ხარჩილავა შეხვდნენ, გასატარებელ ღონისძიებებზე ინფორმაციები მოისმინეს და სამუშაოების მიმდინარეობას დეტალურად გაეცნენ.”-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.