- 1-დან -5 აგვისტოს ჩათვლით, მოხეტიალე ცირკი”შაპიტო” წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ბავშვებისათვის საცირკო სანახაობას გამართავს. წარმოდგენები 17:00 საათიდან გაიმართება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი საცირკო წარმოდგენა პირველ აგვისტოს ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
2 აგვისტო საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული;
3 აგვისტო ლიის ადმინისტრაციული ერთეული;
4 აგვისტო ქალაქი ჯვარი, კინოთეატრის დარბაზი;
5 აგვისტო -ქალაქ წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზი;
ბილეთის ღირებულება შეადგენს 5 ლარს. 3 წლის ასაკამდე პატარებისთვის დასწრება უფასოა.