- დღეს, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საზაფხულო ბაღები გაიხსნა. ბაღებში 70-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის N 1 საბავშვო ბაღს ესტუმრა და პატარებს ეს დღე მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი- სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტის დირექტორმა მამუკა ქარდავამ და ამავე ცენტრის HCCPკურატორმა მარინა კაკაჩიამ.