- სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
პროექტის მიზანია, მოზარდებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია. ახალგაზრდები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ.
ტრენინგებს უძღვებოდნენ სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები: ანა ჭითანავა, დავით კაცია და ცირა ლუკავა