- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლითაც მომარაგდება ე.წ. ლეთოფურეს ავზი, აშენდება საქლორატორო შენობა და წლების მანძილზე არსებული პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ 170 ოჯახი სასმელად ვარგის წყალს მიიღებს.
პროექტის ღირებულება 230 000 ლარს შეადგენს.