- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები, სამაშველო სამსახურის, მერიის, ასევე ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გასუფთავება და ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფის მიერ ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ყველა შეტყობინებაზე ხდება დროული რეაგირება. შესაძლებლობის ფარგლებში, ეტაპობრივად ხდება საკითხების მოგვარდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.