- დღეს, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედნიდან საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
ტრადიციულ ალილოს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, საკრებულოს წევრებმა, მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, სხვადასხვა სამსახურების,არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა, სამღვდელოებამ,მრევლმა და სტიქაროსნებმა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩები ალილოს გალობით შემოიარეს და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
მსვლელობისას მიღებული შემოწირულობა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.