- სოფლის მხარდაჭერა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა პროგრამის განხორციელების ეტაპებზე იმსჯელა.
ინფორმაციისთვის: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 29 იანვრიდან დაიწყება.