- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2024 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 4 379 324 ლარი გამოეყო.
გამოყოფილი თანხით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 8 პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 2 083 307 ლარით კი ოთხი გარდამავალი პროექტი დაფინანსდა.
პროექტები რომლის სამუშაოებზეც ტენდერი გამოცხადდა:
- ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ეწერფერდის უბნის გზის რეაბილიტაცია.
- ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამესხიო-საკონჯარიოს უბნის გზის რეაბილიტაცია.
- ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯაღირას უბნის გზის რეაბილიტაცია.
- ქალაქი წალენჯიხა, გაგარინის ქუჩის გზის რეაბილიტაცია.
- ქალაქი წალენჯიხა, მეუნარგიას ქუჩის შესახვევსა და ჩიხში ასფალტის საფრის მოწყობა.
- ქალაქი წალენჯიხა, სალიას ქუჩაზე მდებარე სპოტრკომპლექსის რეაბილიტაცია.
- ლიის ადინისტრაციულ ერთეულში, სოფ პალურში N 2 საჯარო სკოლამდე გზის რეაბილიტაცია.
- ლიის ადინისტრაციულ ერთეულში, ფარვეზ სამუშიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია.
გარდამავალი პროექტები, რომლებიც დაფინანსდა:
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხოეწერის დასახლების გზის რეაბილიტაცია.
- ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბნის გზის რეაბილიტაცია.
- ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია.
- მიქავა- მუხურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (I მონაკვეთი).
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს