- წალენჯიხაში, სტიქიის შედეგად, პირველადი მონაცემებით, დაზიანდა 25-მდე საცხოვრებელი სახლი ფახულანში, საჩინოში, ნაკიფუსა და ქალაქის შიდა უბნებში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეფერხებები იყო ცენტრალურ საავტომობილო გზებზე, ხეებმა ჩახერგა გზის სავალი ნაწილი. მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები და ამ ეტაპზე გზებზე მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიამ დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის უმრავლესობას.
მობილიზებულია ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მათი თქმით,ელექტრო ენერგიის მიწოდება მოსახლეობის ნაწილს დღის პირველ ნახევარში, ნაწილს კი დღის ბოლომდე აღუდგება.
სტიქიის ადგილზე გასულია მერიის შესაბამისი სამსახურები, სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრები და მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულ ერთეულებში, რათა იქნას ზარალის ოდენობა აღრიცხული შემდგომი რეაგირებისათვის.