- ჭალეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერფერდში შიდა საავტომობილო გზის 2,934 კმ მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება შეადგენს 1.577 777 ლარს. პროექტი გარდამავალია და ის 2026 წელს დასრულდება.