- დღეს, 26 მაისს წალენჯიხაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დილიდან ჩოგბურთისა და ჭადრაკის ტურნირი მიმდინარეობდა.
ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კი გაიმართა კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით.
დღევანდელ ღონისძიებას რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველზე დაღუპული წალენჯიხელი მებრძოლების მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიმართეს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხელმძღვანელმა პირებმა გმირი მებრძოლების დედებს მადლობა გადაუხადეს მობრძანებისთვის და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.