- 29-30 ივნისს, წალენჯიხაში, რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი“ გაიმართება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიიის ინფორმაციით, ფესტივალი ხორციელდება “ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით.
ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებებია დაგეგმილი – დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.