- წალენჯიხაში, არტ-მეურნეობის ეზოში რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” მიმდინარეობს, რომელიც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით ტარდება.
ლიტერატურული ფესტივალის გახსნა საზოგადოებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა დეა მეტრეველმა მიულოცეს.
ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართა. საზოგადოებას დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები უწევთ თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.
საბჭოთა წარსულის შესახებ ისაუბრეს ელზა გურგენიძემ, დათო ხვადაგიანმა, რუსუდან რუხაძემ.
მოდერატორი გახლდათ გვანცა ჯობავა. თანამედროვე ქართული პროზა წარადგინეს რუსუდან რუხაძემ, ნანა აკობიძემ, ზვიად კვარაცხელიამ.
საქართველო და მსოფლიოზე ისაუბრეს ბესო ხვედელიძემ, ბექა ქურხულმა, რომლებმაც ასევე „უკრაინული დღიურები“წარადგინეს.მოდერატორი: დავით ქართველიშვილი.
სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები წარადგინეს მიხეილ ციხელაშვილიმა, ელის დოჯსონმა, გაგა ნახუცრიშვილმა, ნატალია ტროხიმიმ.ასევე წარდგენილიქნა „კასანდრა“. ლესია უკრაინკას პოეტური დრამა,მოდერატორი: დალილა გოგია.
დამსწრე საზოგადოებას დღის ბოლომდე ელის პროზაული მოგზაურობა.
ლიტერატურული წახნაგებით მაყურებლის წინაშე ლევან ბერძენიშვილი და ზვიად კვარაცხელია წარსდგებიან.
ჯინსების თაობიდან თაობა Z-მდე დათო ტურაშვილი წარსდგება.
საღამოს 21:00 საათზე კი პრემია ” გრანელის” გადაცემის ცერემონიალი და მუსიკალური საღამო – ვახტანგ (ვაქო) ქანთარიას მონაწილეობით დასრულდება.
30 ივნისს კი ღონისძიებები დღის 12:00 საათიდან გაიმართება.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს