წალენჯიხაში და ჯვარში საზაფხულო ბაღი გაიხსნა

  • წალენჯიხაში, 40 აღსაზრდელია რეგისტრირებული, ჯვარში კი, 14 დარეგისტრირდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია წალენჯიხის N1 საბავშვო ბაღს ესტუმრა, იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო, აღსაზრდელებსა და საბაშვო ბაღის აღმზრდელ- მასწავლებლებს წარმატებები უსურვა.

აღსაზრდელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი რომ გაერთონ,ისწავლონ და მაღალკალორიული საკვები პროდუქტებით იკვებონ.

ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს