- წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სხდომას საერო და სასულიერო პირები, საზოგადოება წალენჯიხელის წევრები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა.
კომისიამ იმსჯელა და შეიმუშავა წინადადებები წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით. გაიწერა სამ დღიანი ღონისძიებების ნუსხა.
აღსანიშნავია, რომ ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის ისტორიასთან დაკავშირებული წიგნი გამოიცემა, ფილმის ჩვენება შედგება და ახალგაზრდები მოხღვარს შეხვდებიან სასაუბროდ “ქრისტიანობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი”.
ტაძრის დღესასწაული ათასწლოვანი იუბილე 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე გაიმართება.
კომისიამ იმსჯელა ღონისძიებების განრიგთან და წარმართვასთან დაკავშირებით. ითქვა რომ ფერისცლების დღესასწაული უნდა იყოს საზოგადოების გამამთლიანებელი დღე.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპ-ლიტეტის მერია ავრცელებს