- დღეს, წალენჯიხაში სტარტს “სტუდენტური დღეები – 2024” აიღებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუდენტურ დღეებში მონაწილეობის სურვილი 100-მა სტუდენტმა გამოთქვა.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები ოთხ გუნდად დაიყო. ახალგაზრდები ერთი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ინტელექტუალურ აქტივობებში შეეჯიბრებიან.
“პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია. შეჯიბრებები ჩატარდება ფრენბურთში, ფეხბურთში, ჭადრაკში და კალათბურთში. გაიმართება ფოტოკონკურსები, მხატვრული კითხვა, ფილმების ჩვენება და განხილვა. ასევე საჯარო ლექციები. მოეწყობა ლაშქრობები, ექსკურსიები, ქალაქ ჯვარიდან და ფახულანიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება.
სტუდენტური დღეები 2024, დღეს 5 აგვისტოს 19:00 საათზე, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება.”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.