- ფერისცვალების დღესასწაული იზეიმეს წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც წელს დაარსებიდან 1000 წელს აღნიშნავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა ისტორიულ ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შარაშენიძემ აღავლინა.
წალენჯიხაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.