“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს

  • “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის სამუშაოები გრძელდება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოლორში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

“ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში კი საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს: სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.”-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.