- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედანის ადმინისტრაციული ერთეულის ლეფიფიეს საუბნო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო. ამავე უბანში, ასევე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
წალენჯიხაში სასარიოს უბანში გზის მოხრეშვა- მოშანდაკება და ცხაურის მოწყობა, ხოლო უბილავას ქუჩაზე არსებული წისქვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.