სკრინინგ ცენტრის მამომობილი წალენჯიხის კლინიკას ეწვია

  • დღეს, 17 ოქტომბერს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამომობილი წალენჯიხის კლინიკას ეწვია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ტარდება სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიული გამოკვლევა, ეხოსკოპია,ბიოფსია, ციტოლოგია.

გამოკვლევები უტარდებათ პაციენტებს 40-დან 70 წლის ჩათვლით.

25-დან 29 წლის ჩათვლით ტარდება ციტოლოგიური კვლევა(პაპ-ტესტი);

30-დან 60 წლის ჩათვლით Hr-HPV დნმ ტესტი.

გამოკვლევები 17:00 საათამდე გრძელდება.