ჯგალში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ მენეჯერთან დავით შელეგიასთან ერთად გააცნო.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შესაბამის უწყებებთან გამართული კომუნიკაციის შემდეგ, უმოკლეს დროში გადაწყდა პროექტის განხორციელება, რის შემდეგაც ჯგალში მცხოვრებ 160 ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.

სოფელში ამჯერად არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, დაზიანებულია ცენტრალური მაგისტრალი, ობიექტი წყალმომარაგების კომპანიის ბალანზე არ არის. ახალი ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ წყლის ხარისხის სტანდარტიზაცია მოხდება და მას ბალანზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აიყვანს.