- წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, წალენჯიხის “ამერიკული თაროს” მოხალისემ ნია გოგოხიამ, Flex პროგრამის ფინალისტი გახდა. ის სასწავლებლად, ერთი წლით, სრული დაფინანსებით, გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ინფორმაციისთვის: FLEX პროგრამა არის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, სადაც ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლის ამერიკულ ოჯახში დასახლებას და ამერიკულ სკოლაში ჩარიცხვას სრული დაფინანსებით. გაცვლით მოსწავლეებს აქვთ სტიპენდიაც.