წალენჯიხაში უხვი ნალექის გამო იწმინდება ცენტრალური გზა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინტენსიურად თოვს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო და ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები.

ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება.