Blog

წალენჯიხას ახალი სახანძრო ავტომანქანა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდა. ახალი, მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების დონის სახანძრო ავტომანქანა დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა.

წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, 3 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, 2 – იმერეთში. "მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. ვინაიდან ხუთივე...

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. "გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით...

წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ანსამბლების წარმატება

ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა-ფოლკლორული ანსამბლი "მამული", ქორეოგრაფიული ანსამბლი "იმედი" და "მტრედები", სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივლ "ჰარირა"-ში მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალში ფოლკლორული ანსამბლი ,,მამული", გრან-პრისა და ოქროს არწივის მფლობელი გახდა და მათ ასევე, მოწვევა მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში (ასარჩევად). ქორეოგრაფიული ანსამბლი "იმედი" და "მტრედები" კი დიპლომებით დაჯილდოვდნენ....

ირაკლი კობახიძე: ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ...

დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ...

ლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიის ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი, სამშენებლო პროცესი ხელშეკრულების შესაბამისად მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. წალენჯიხის სოფელ ლიის საბავშო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული, საკრებულოში ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო. ინფორმაციისთვის: საბავშო ბაღების მშენებლობას...

ჭადრაკის წრის აღსაზრდელებმა რაიონულ საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს

წალენჯიხის ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში ჭადრაკის წრის აღსაზრდელებმა რაიონულ საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა მიიღო 130 მოსწავლემ, რომლებიც სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყვნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: დიდები: I ადგილი ნოდარ ქანთარია ( ქ.ჯვარი); II ადგილი მართა შანავა ; III ადგილი ანდრია ჭანტურია (ქ.ჯვარი); საშუალო ასაკი: I...

განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს.­ უწყების ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. „საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები....