Blog

ტარიელ ფიფიას საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოციალურად დაუცველ ტარიელ ფიფიას საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე გასულია კომისია, რომელიც სწავლობს ზარალის ოდენობას. უწყების ცნობით, დაზარალებულს დახმარებას მერია კანონის ფარგლებში გაუწევს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 4 379 324 ლარი გამოუყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2024 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 4 379 324 ლარი გამოეყო. გამოყოფილი თანხით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 8 პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 2 083 307 ლარით კი ოთხი გარდამავალი პროექტი დაფინანსდა. პროექტები რომლის სამუშაოებზეც ტენდერი გამოცხადდა: ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ეწერფერდის უბნის გზის რეაბილიტაცია. ობუჯის...

ყოფილ ძალოვანებს პენსია გაეზრდებათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს...

მერმა სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

სოფლის მხარდაჭერა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა პროგრამის განხორციელების ეტაპებზე იმსჯელა. ინფორმაციისთვის: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 29 იანვრიდან დაიწყება.

ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა

ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. “კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი...

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სოციალური პაკეტი იზრდება

მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. „მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული...

წალენჯიხაში საერთო კრებები და კონსულტაციები მოსახლეობასთან 29 იანვარს დაიწყება

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2401 საფუძველზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოეყო თანხა 644 000 ლარის ოდენობით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთო კრებები და კონსულტაციები მოსახლეობასთან 29 იანვრიდან დაიწყება. წინადადებების მიღების თარიღი 26 იანვრამდეა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დასახელების ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს მაღალი...

ბობოხიების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ქალაქ ჯვარის, ყოფილი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში (ზემო ოჭანეს უბანი) ბობოხიების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა გვერდით მცხოვრები ფიფიების ოჯახიც. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველები და ხანძარი ლიკვიდირებულიქნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა. დაზარალებულები დროებით დაბინავებულნი არიან გვერდით...

ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას მოახდენს და სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. “საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას სს...