სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრისას მოსახლეობამ უბნების მიხედვით, მათთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები დაასახელა. "წელს, ამ პროგრამის ფარგლებში პალურის მოსახლეობამ პრიორიტეტად სანიაღვრე არხების მოწყობა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა. ლიის მოსახლეობამ გადაწყვიტა მე-5 ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება, წისქვილის რეაბილიტაცია, ჭაბურღილის მოწყობა,წყლის მილების შეძენა,...
Blog
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ. მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან. სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას,რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს. მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები. ინფორმაციისთვის: ძლიერი...
გუბერნატორი: რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა. ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები ეცნობიან. „ძლიერი ქარის...
მერია: სტიქიის შედეგად, დაზიანდა 25-მდე საცხოვრებელი სახლი
წალენჯიხაში, სტიქიის შედეგად, პირველადი მონაცემებით, დაზიანდა 25-მდე საცხოვრებელი სახლი ფახულანში, საჩინოში, ნაკიფუსა და ქალაქის შიდა უბნებში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეფერხებები იყო ცენტრალურ საავტომობილო გზებზე, ხეებმა ჩახერგა გზის სავალი ნაწილი. მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები და ამ ეტაპზე გზებზე მოძრაობა აღდგენილია. სტიქიამ დააზიანა ელექტრო...
წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი გრიგალის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მოგლეჯილია ხეები. უწყების ცნობით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლის სახურავი სტიქიამ სრულად გადახსნა. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში...
საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო...
ლიაში, ნინო ქოქოსაძის სახლს ხანძარი გაუჩნდა
ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ნინო ქოქოსაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამწვარია 1 ოთახი, ხანძარი ლიკვიდირებულია. "ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაზარალებულს დახმარებას მუნიციპალიტეტის მერია კანონის ფარგლებში გაუწევს."-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წალენჯიხაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. უბნების მიხედვით, მოსახლეობამ პრიორიტეტები დაასახელა. მათ შორის: ზედა-ქვედა ლეჟას უბანში პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა. ნაკიფუში-გარე-განათებების მოწყობა, წისქვილის მშენებლობა, შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა, ნაკიფუ-სამოლაშხიოს ტერიტორიაზე წისქვილის რეაბილიტაცია, გზების მოხრეშვა...
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. დღესვე, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.