Blog

წალენჯიხაში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. მიწის სისტემური რეგისტრაცია კომპლექსური პროცესია, რომლის სწრაფად და ეფექტურად წარმართვისათვის საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ორგანოების ჩართულობა. წალენჯხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეგისტრაცია ამ ეტაპზე ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. იხილეთ სამუშაოების გეგმა-გრაფიკი: 1-დან 4 თებერვალი...

წალენჯიხაში საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრები ზღვაიას, ზედა-მაზანდარას, ლუღერა-სამცაცხვის, ქვედა-მაზანდარასა და ხვითერი-საკალანდიოს ტერიტორიაზე გაიმართა. მოსახლეობასთან შეხვედრებზე მერის წარმომადგენელი ქალაქ წალენჯიხაში ლელა ხარჩილავა,მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე,საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და სათემო...

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან მედიას უთხრა, მას აქვს შეთავაზება “ქართული ოცნებისგან”, რომ უხელმძღვანელოს პარტიის პოლიტსაბჭოს. ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.

ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1 მარტამდე გაგრძელდება

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. ინფორმაციისთვის: განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის...

“ქართული კალიგრაფია – 2024”

„ქართული კალიგრაფია – 2024“ ღონისძიების ფარგლებში, 23 იანვრიდან 14 აპრილამდე ზუგდიდისა და წალენჯიხის ეპარქიის მასშტაბით გაიმართება ქართული კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ნებისმიერ მსურველებს. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან დედაენის დღეს, 14 აპრილის საზეიმო ღონისძიებაზე.

ტარიელ ფიფიას საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოციალურად დაუცველ ტარიელ ფიფიას საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე გასულია კომისია, რომელიც სწავლობს ზარალის ოდენობას. უწყების ცნობით, დაზარალებულს დახმარებას მერია კანონის ფარგლებში გაუწევს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 4 379 324 ლარი გამოუყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2024 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 4 379 324 ლარი გამოეყო. გამოყოფილი თანხით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 8 პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 2 083 307 ლარით კი ოთხი გარდამავალი პროექტი დაფინანსდა. პროექტები რომლის სამუშაოებზეც ტენდერი გამოცხადდა: ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ეწერფერდის უბნის გზის რეაბილიტაცია. ობუჯის...

ყოფილ ძალოვანებს პენსია გაეზრდებათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს...

მერმა სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

სოფლის მხარდაჭერა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა პროგრამის განხორციელების ეტაპებზე იმსჯელა. ინფორმაციისთვის: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 29 იანვრიდან დაიწყება.

ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა

ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. “კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი...