Blog

პოლიციამ წალენჯიხაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...

წალენჯიხის “ამერიკულმა თარომ” რეიჩელ ლენის უმასპინძლა

წალენჯიხის "ამერიკულ თარო" -მ Fullbright-ის გაცვლითი პროგრამის მასწავლებელს - რეიჩელ ლენის უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, რეიჩელ ლენიმ და მონაწილეებმა ისაუბრეს ქართულ და ამერიკულ კულტურაზე,მათ საერთო და განსხვავებულ მახასიათებლებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

წალენჯიხას ძლიერმა ქარმა გადაუარა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში ძლიერმა ქარმა ელექტრო ბოძები დააზიანა, მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რის გამოც ჯვარის და საჩინოს მოსახლეობას დენი არ მიეწოდება. ქარმა ფოცხოს დასახლებაში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

გიორგი ხარჩილავამ უკრაინის ამბებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ უკრაინის ამბებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გიორგი ხარჩილავამ ისაუბრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ გაწეულ მხარდაჭერაზე, წალენჯიხა-იავოროვის დამეგობრების მნიშვნელობაზე და იმ ჰუმანიტარულ, თუ სხვა სახის ქველმოქმედებაზე, რასაც მისი ხელმძღვანელობით აკეთებს მუნიციპალიტეტი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გამოთქვა ინიციატივა და მოუწოდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის...

 “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული...

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ...

“შემოდგომის ბარაქა”

ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის ორგანიზებით, საშემოდგომო ღონისძიება "შემოდგომის ბარაქა"გაიმართა. მრავალფეროვანი ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. კულტურის სახლის წინ მდებარე ტერიტორია შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციებით იყო მორთული. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, 8 ნოემბერს ქალაქ ჯვარში დაფუძნდა დღესასწაული "ჯვარქალაქობა", რომელიც ყოველ წელს გაიმართება. მერმა...

წალენჯიხელი მაკა კვინჩიას წარმატება

წალენჯიხელი მაკა კვინჩია პარაწოლჭიმის მსოფლიო გათამაშების გამარჯვებული გახდა. მან კაიროში გამართულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

სამეგრელოს DMO ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენა ,,World Travel Market – WTM London” -ში იღებს მონაწილეობას. DMO-ს გამოფენაზე რეგიონის შესახებ სხვადასხვა მასალა აქვს წარმოდგენილი, მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან ე.წ. ბი თუ ბი ფორმატის შეხვედრები.

წალენჯიხის მერი მცირე მეწარმეებს შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში მცირე მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი გახლდათ ურთიერთთანამშრომლობა, წინადადებებისა და შენიშვნების გაზიარება და სამომავლოდ მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა,დახმრება და ბიუჯეტირების პროცესში მეწარმეთა ჩართულობა.