Blog

წალენჯიხაში პირველკლასელთა კვების ბარათების გაცემა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში კვების ბარათების გაცემა გრძელდება. "აღსანიშნავია, რომ ბარათების გაცემა 28 სექტემბერს დაიწყო და დღეს გაიცემა კვების ბარათი მათთვის, ვინაც ვერ შეძლო აღნიშნული ბარათის აღება. უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა. აღნიშნული პროექტი სასწავლო წლის დაწყებიდან ისევ გაგრძელდა და დღეიდან პროგრამაში...

მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის...

ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე აქცია იყო

ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჭალეს მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდის მოსახლეობამ გზების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა. ადგილობრივებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ადგილზე იმყოფებოდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილე თამარ ბელქანია.

მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ადგილას ახლი ხიდი მოეწყო

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში ბოლო სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მაზანდარას უბანში გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა უკვე შეუძლია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი...

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ინიციატივით, დღეს წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, კულტურის ცენტრის,სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და საბიბლიოთეკო დაწესებულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაიმართა დისკუსია აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. აღინიშნა,რომ ეს არის დღე ,რომელც ყველა ქართველისათვის...

პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის ფარგლებში ბარათების გაცემა იწყება

28 სექტემბერს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის ფარგლებში ბარათების გაცემა დაიწყება. "მშობლებო, გთხოვთ მობრძანდეთ ბარათების მისაღებად".-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წალენჯიხის 35-ივე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35-ივე საბავშვო ბაღში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წელს 831 აღსაზრდელი აგრძელებს სწავლას, აქედან 151 ახალ რეგისტრირებულია. პატარებს და აღმზრდელ-პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა მამუკა ქარდავამ და...

წალენჯიხაში “მუსიკალური საღამო” გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული მუსიკალური საღამოების ფარგლებში ღონისძიება წალენჯიხაში გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მოეწყო საბავშო და კვების სივრცეები. ღონისძიება წალენჯიხაში ჯგუფ, "გორდელას” კონცერტით დასრულა.

“შენი იდეა წალენჯიხას”

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ახალგაზრდების მოთხოვნებზე დაყრდნობით და საუკეთესო პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ატარებს კონკურსს - "შენი იდეა წალენჯიხას", რომლის პირველი ეტაპი, მოქალაქეებისაგან იდეების მიღების პროცესი დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სულ დარეგისტრირდა 10 პროექტი. "ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს აღნიშნულ პროექტებს და მისთვის...

მერია: ტებენეს ხეობაში წყლის დონემ საგრძნობლად იკლო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ (ტებენეს ხეობაში) წყლის დონემ საგრძნობლად იკლო. "აღნიშნული საკითხი შესწავლილი ქნა შესაბამისი სამსახურების მიერ და დაიდო დასკვნაც, რომ ტერიტორია ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დაევალა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ხშირი მონიტორინგი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. დღევანდელი მონაცემებით კი, საფრთხის საშიშროება არ არსებობს."-აღნიშნულია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.