Blog

წალენჯიხაში “მუსიკალური საღამო” გადაიდო

10 სექტემბერს დაანონსებული მუსიკალური საღამო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდებოდა, გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო. "მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს."-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცეელბულ ინფორმაციაში.

წალენჯიხაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

10 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-23:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-23:00 კვების სივრცე; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ანიმატორები; 20:00 - ქიმიური შოუ; 22:00-23:00 ანსამბლ „გორდელას“ კონცერტი;

სტუდენტური დღეები 2023 დასრულდა

წალენჯიხაში სტუდენტური დღეები 2023 დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთი კვირის მანძილზე 100-მდე სტუდენტი აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში. დღეს კი სტუდენტური დღეების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს.

წალენჯიხაში პირველკლასელთა კვების უზრუნველყოფა ახალ სასწავლო წელსაც გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვების უზრუნველყოფა ახალ სასწავლო წელსაც გრძელდება. წალენჯიხის მუნიცილიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი. პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა გათვლილია 180 დღიან სასწავლო პერიოდზე და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს. განცხადდების მირება ხვალიდან იწყება. "გთხოვთ...

ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მრიცხველების მონტაჟი და ელექტრო-მექანიკური სამუშაოები. ამ დროისათვის ქ.ჯვარში არსებული 58 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის წყლის მრიცხველების მონტაჟი დასრულებულია, დარჩენილია კერძო საცხოვრებელი სახლების გამრიცხველიანება,რომელიც ეტაპობრივად დაიწყება.

წალენჯიხამ ლიტერატურულ ფესტივალ “ქუჯის” უმასპინძლა

წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკას ლიტერატურული ფესტივალი ,,ქუჯი" -2023 -ის ფარგლებში გამარჯებული 30-მდე პოეტი სტუმრობდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილე პოეტებს მისასალებელი სიტყვით მიმართა და წალენჯიხაში სტუმრობისათვის მადლობა მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გადაუხდა. დარბაზში დამსწრეთა წინაშე ლიტერატურული ფესტივალი ,,ქუჯი" -2023 -ის ორგანიზატორი ნანა კვაშილავა წარსდგა. საღამოზე ქართულად და მეგრულად ლექსები...

წალენჯიხის მერია ცენტრალურ ხელისუფლებას სქურის გზის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონ ლარს სთხოვს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალურ ხელისუფლებას სქურის გზის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონ ლარს სთხოვს. წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და 8 მილიონი ლარის გამოყოფისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული თანხა, როგორც წალენჯიხის მერიაში ამბობენ, კურორტ სქურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. აღნიშნული პროქეტი უკვე შედგენილია. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს

წალენჯიხის საზაფხულო ბაღი დაიხურა

1 აგვისტოს, წალენჯიხასა და ჯვარში გახსნილი საზაფხულო ბაღები დღეს დაიხურა. აღნიშნულ ბაღებში 70-მდე აღსაზრდელი იყო დარეგისტრირებული. ბაღები საზეიმოდ დაიხურა და სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.

მასწავლებლის ეროვნულ დღედ 27 ოქტომბერი დაწესდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. “ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...

სტუდენტური დღეები 2023 გაიხსნა

დღეს, სტუდენტური დღეები 2023 ოფიციალურად გაიხსნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტუდენტები 4 გუნდად დაიყო. ახალგაზრდები ერთი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ინტელექტუალურ აქტივობებში შეეჯიბრებიან. პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია. შეჯიბრებები ჩატარდება-ფრენბურთში, ფეხბურთში, ჭადრაკში, კალათბურთში. გაიმართება ფოტოკონკურსები, მხატვრული...