წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა დადო. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ: „დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალის ფარგლებში, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების...
Blog
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია....
ტებენეს ხეობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებოდნენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიგო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტარციის ინფორმაციით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. Მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით ამ დროისთვის Საფრთხის...
ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. “მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის...
წალენჯიხაში, აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს წალენჯიხიდან ოთხი პიროვნება შეეწირა: მეომრი კობა ხარჩილავა და 9 აგვისტოს გორის გზაზე ტრგიკულად დაღუპულები ერეკლე, ენვერ და დალი ჭანიები.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, 7 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას. აგვისტოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი, ჯგალის მკვიდრი, კაპრალი კობა ხარჩილავა, რომელიც მხედრული მამაცობის მედლითაა დაჯილდოებული. აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ ასევე ნაკიფუელი კეკე, დოდო და ენვერ ჭანიები, რომლებიც თბილისიდან წალენჯიხისკენ ბრუნდებოდნენ და გორის...
დღეს, გლოვის დღეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა...
7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ინფორმაციისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია...
უფასო ტრანსპორტირება კურორტ სქურის მიმართულებითაც დაიწყო
მერიის ახალი პროექტის ფარგლებში, მგზავრთა უფასო ტრანსპორტირება კურორტ სქურის მიმართულებითაც დაიწყო. პროექტის ფარგლებში უფასო მიკროავტობუსი კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს სქური - ჯგალი - წალენჯიხა - ჯგალი- სქურის მიმართულებით იმოძრავებს.
წალენჯიხასა და ჯვარში საზაფხულო ბაღები გაიხსნა
დღეს, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საზაფხულო ბაღები გაიხსნა. ბაღებში 70-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის N 1 საბავშვო ბაღს ესტუმრა და პატარებს ეს დღე მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი- სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტის დირექტორმა მამუკა ქარდავამ და ამავე ცენტრის HCCPკურატორმა მარინა კაკაჩიამ.