Blog

კონკურსი გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის. სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის...

“გრანელი” 2-3 ივლისს გაიმართება

ძლიერი წვიმებისა და უამინდობის გამო, შეიცვალა წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის თარიღი. 1-2 ივლისის ნაცვლად, ფესტივალი გაიმართება 2-3 ივლისს, წალენჯიხაში, გრანელის პარკში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, 2 ივლისს დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა, მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას კი 2-3 ივლისს წარმოგვიდგენენ ავტორები.

ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის წყოუშისა და ქალაღალის უბანსაც. ჩაანგრია ხიდბოგირები, დაიმეწყრა ტერიტორიები, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები. უწყების ცნობით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში.

წალენჯიხაში უხვმა ნალექმა ისევ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგვილეს უბანში ( ნაგურუ ) სამანქანე ხიდი მთლიანად დაზიანდა, რის გამოც 12 ოჯახი ჩაიკეტა. დაზიანდა ხიდის ბურჯებიც და დგება ჩანგრევის საშიშროება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას.

წალენჯიხაში ხიდ-ბოგირებისა და სახლამდე მისასვლელი გზა გაიწმინდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა ლოკაციებზე განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ-ბოგირებისა და სახლამდე მისასვლელი გზის გაწმენდა- აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკა ასრულებს.

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის...

მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ავრცელებს. თამარ ბელქანიას ინფორმაციით, დაზიანდა სახლი და ოჯახის წევრი შეუხლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

წალენჯიხაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ხელძღვანელ პირებთან ერთად არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით კუხალეიშვილი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოეს პერიოდში მოხდება. ინფორმაციისთვის: წუხელ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ზარალი...

წალენჯიხაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების და სავარგულების ნაწილი

ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში, ყველაზე დიდი ზიანი რეგიონში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიადგა, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი, წყალდიდობამ ასევე დააზიანა მაზანდარას უბანში მდებარე  დროებითი ასაწყობი ხიდი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების და სავარგულების ნაწილი. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. მისი განმარტებით...

უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. უწყების ცნიბით, მოვარდნილმა სტიქიამ მოარღვია ხიდ-ბოგირები, ნაპირდამცავი ჯებირები, დაიტბორა ცენტრალური საავტომობილო გზები მუჟავასა და საჩინო-ჩქვალერის მიმართულებით. ასევე დაზიანდა ქალაქ წალენჯიხაში ბადრი შანავას ქუჩის ხიდი."პრობლემებია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მერის წარმომადგენლები გასულები არიან სტიქიის ზონაში და ადგილზე სწავლობენ...