აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი...
Blog
საქველმოქმედო კონცერტი ლევანის დასახმარებლად
25 ივნისს, 13:00 საათზე, ბენდი "შარა"-ს ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი ბენდი "შარას" და მომღერალ რევაზ ფიფიას მონაწილეობით, ჩვენი თანამოქალაქის ლევან ადონიას სიცოცხლის გადასარჩენად. შემოწირულობები შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე: #GE13BG0000000538140280 მიმღები: ლევან ხასია..19001106591. საქართველოს ბანკი. #GE40TB7239645068100022 მიმღები: მამუკა ადონია...
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი მანქანა გადაეცა
ქალაქ წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი მანქანა, "IVECO"-ს ფირმის სატვირთო პიკაპი დღეს ოფიციალურად გადაეცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მანქანა, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. "IVECO"-ს ფირმის სატვირთო პიკაპი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ გადასცა. ახალი ტექნიკა მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
გია ხარჩილავა განცხადებას ავრცელებს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. "მცირე (როგორც ჩანს, საჭირო) განმარტება საჯაროობისგან თავშეკავების მერე: მაისის თვიდან დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა,რაც დამთავრდა მძიმე ოპერაციით. დღეს, გამწერეს კლინიკიდან. ვარ ბინაზე, პოსტოპერაციულ მართვაზე. მთელი ეს პერიოდი მოადგილეებთან, ვანოსთან და თამარისთან, ადმინისტრაციასთან-ალბერტისთან და სამსახურებთან ერთად ჩართული ვიყავი რაიონის ყოველდღიურობაში, რამდენადაც ჯანმრთელობის რეგლამენტი...
წალენჯიხაში 1 ივლისს გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა
წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, 1-ელ ივლისს გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც 20-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში გამომცემლობები საფესტივალო ფასდაკლებებს შესთავაზებენ ადგილობრივ მკითხველებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი გამომცემლობები: გამომცემლობა აგორა ჩემი გამომცემლობა გამომცემლობა შემეცნება გამომცემლობა მანდარინი გამომცემლობა მედუზა გამომცემლობა დიოგენე გამომცემლობა ზიარი გამომცემლობა არტანუჯი გამომცემლობა ინტელექტი წიგნის...
მარინე კვარაცხელია მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულშია
გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე კვარაცხელია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია. ინფორმაციისთვის: ათეულის წევრებიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
ჯვარისა და ფოცხო-ეწერის კარატეს წრის სპორტსმენებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს
ქალაქ ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა ღია საერთაშორისო ტურნირი კარატეში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის კარატეს წრის აღსაზრდელები. ტურნირში ასპარეზობდნენ ევროპისა და აზიის 10 ქვეყნის წარმომადგენლები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში ქ. ჯვარისა და ფოცხო-ეწერის კარატეს წრის სპორტსმენებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს: ზარქუა ნიკა-პირველი ადგილი, ფიფია...
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000...
1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ
1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა. შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს...
წალენჯიხაში კონცერტი გაიმართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში დღეს, ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრთან არსებული საკლუბო დაწესებულებათა კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ადმინისტრაციულ ერთეულებთან არსებულმა საკლუბო დაწესებულებების ანსამბლებმა და მომღერალთა გუნდებმა. ღონისძიება მიჰყავდა წალენჯიხის საკლუბო გაერთიანების დირექტორს მურმან ქარდავას. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა...