შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება...
Blog
წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი“ გაიმართება
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 1-2 ივლისს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
ლეფიფიეს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს
სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეფიფიეს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია ძლიერი წვიმების დროს იმეწყრებოდა და ხშირად გზის მონაკვეთებს ჩამონაშალი ქანი, ქვაღორღი აზიანებდა.
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა
ქალაქ ჯვარის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი ნაგავმზიდი მანქანა დღეს, ოფიციალურად გადაეცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაგავმზიდი მანქანა, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. "აღსანიშნავია, რომ 7 კუბური მეტრი ტევადობის ახალი თვითვმცლელი "IVECO"-ს ფირმის ნაგავმზიდი მანქანა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს , შპს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ...
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება
საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ...
წალენჯიხაში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს არჩევნები გაიმართა
ქალაქ წალენჯიხაში სათემო საზოგადოებრივი საბჭოს არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბჭოს წევრობის კანდიდატების მხარდასაჭერად საარჩევნო პროცესში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთნენ. არჩევნებში 204-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მოსახლეობამ ქალაქის საბჭოში 18 წევრი აირჩია. =საარჩევნო პერიოდში მერიის წარმომადგენლები ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ და თვითმმართველობის პროცესში ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოქალაქეებმა კმაყოფილება გამოთქვეს...
წალენჯიხას ახალი ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ 7 კუბური მეტრი ტევადობის ახალი თვითვმცლელი "IVECO"-ს ფირმის ნაგავმზიდი მანქანა გადასცა. ახალი ნაგავმზიდი მანქანით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი, რომელიც ამავდროულად ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოემსახურება. ნაგავმზიდი მანქანა, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.წალენჯიხის მერია ნაგავმზიდს ქ.ჯვარის დასუფთავებისა და...
შეხვედრა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაზე საქართველოში, ასევე ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასა და მის მნიშვნელობაზე. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
დააგემოვნეთ “შოკ შაურმა”
ზუგდიდში, კოსტავას #56-ში, თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ “შოკ შაურმას“. დილის 10 საათიდან საღამოს 12 საათამდე, აქ თქვენ დაგხვდებათ უგემრიელესი შაურმა და სასიამოვნო გარემო. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ “გლოვოს” სერვისით. ტელ: 568 51 50 22; 597 12 30 29;
წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ
წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დააჯილდოვა და მათ ღვაწლზე ისაუბრა ასევე, მათ მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის და წარმატებები უსურვა. წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ზაურ გვასალია, ზურაბ მიქავა, იზოლდა ფიფია და გურამ შელია. ზურაბ მიქავა-მის სახელს უკავშირდება ძნელბედობის ჟამს ქალაქ წალენჯიხაში ჭადრაკის სახლის გახსნა....