წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად ქალაქ წალენჯიხის შემოსასვლელთან ისევ ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა ელექტრო გაყვანილობის ბოძები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვით მიეწოდება მოსახლეობას. სს ენერგო-პრო ჯორჯიას წალენჯიხის ფილიალის ტექნიკური ჯგუფი გასულია დაზიანების ადგილზე და მიმდინარეობს აღდენითი სამუშაოები.
Blog
უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა
ძლიერი წვიმების შედეგად ქალაქ წალენჯიხის შემოსასვლელთან ჩამოწვა მეწყერი, მრავალწლიანმა ხეებმა ჩახერგა გზა. რამაც დროებით შეაფერხა მოძრაობა. ამ დროისთვის გზა გახსნილია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდა წალენჯიხის სახანძრო -სამაშველო სამსახურის ტექნიკური ჯგუფის მიერ.
ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა
13 მაისს, ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. კაპრალი ვლადიმერ შანავა ავღანეთში ქართულ ბაზაზე 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მოსამსახურე იყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამხედრო კაპრალის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და ა(ა)იპ ფეხბურთის ცენტრის წარმომადგენლებმა. მისი ხსოვნის პატივის მისაგებად ჩატარდა...
“შექმენი მომავალი”
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 2023 წლის მაისის ბოლოს პირველად მასპინძლობს ირმა შარიქაძის ფოტო-ექსპერიმენტალურ მასტრკლასს-"შექმენი მომავალი". პროექტის თემაა ფოტოგრაფიის ვიზუალური ენის გამოყენება თანამედროვე მსოფლიოში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი განკუთვნილია საჯარო სკოლის IX- XI კლასის მოსწავლეებისთვის. პროექტში მონაწილოების მისაღებად მსურველებმა 20 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ მეილზე-tsalenjikhismeria@gmail.com შემდეგი ინფორმაცია: სამოტივაიო წერილი პროექტში მონაწილეობის დაინტერესების თაობაზე...
“ცივი ჯაჭვის სისტემა, მნიშვნელობა, ფუნქციონირება, პრობლემები, გადაწყვეტილებები”
ა(ა)იპ წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, წალენჯიხის პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალთა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ცივი ჯაჭვის სისტემა, მნიშვნელობა, ფუნქციონირება, პრობლემები, გადაწყვეტილებები". ტრენინგი ასევე შეეხო: ვაქცინის შეკვეთის დროს გასათვალისწინებელი კრიტერიუმების, ვაქცინების მარაგების მართვას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. წალენჯიხის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენინგს უძღვებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის...
ავთანდილ გაბელიამ თანამდებობა დატოვა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. "ძვირფასო წალენჯიხელებო, ძვირფასო ამომრჩევლებო. მოგახსენებთ, დღეს 9 მაისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა. დღეს ასევე ჩავატარეთ წალენჯიხის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის სხდომა და მინდა მოგახსენოთ ჩემი...
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავი და ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით კი, დეკანოზმა ილია სარიამ...
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა...
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...
მერის მოადგილე: ობუჯში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლ ობუჯში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის - ინფორმაციას მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ამ წუთებში ობუჯში, სამესხიოს უბანში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. სახანძრო სამსახური პირველი სართულის გადარჩენას ცდილობს. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე ვიქნები და დეტალებს გაგაგებინებთ. ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება."- წერს თამარ ბელქანია.