წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტერენტი გრანელის შემოქმედების განვრცობაზე მუშაობა კვლავაც გრძელდება. მოხდა ტერენტისეული ნახატების ლითონში გადატანა, რომელიც არაერთ ნახატს მოიცავს. ნამუშევრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვალსაჩინო ადგილებზე განთავსდება. ტერენტი გრანელის სახელობის პარკის შესასვლელთან სამი სახის მონუმენტი განთავსდა-თბილისი, მერანი და ტერენტი გრანელის მამა სამსონ კვირკველია.
Blog
“საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა. სამეგრელო-ზემო...
მერია: ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, მოხდა ექსკავატორ დამტვირთველის შესყიდვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი (მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, განხორციელდა ბრიტანული, მრავალფუნქციური ექსკავატორ დამტვირთველის შესყიდვა. ღირებულება შეადგენს-261 134 ლარს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წლების მანძილზე მუნიციპალიტეტი აღნიშნული ტექნიკის არქონის გამო აწყდებოდა მნიშვნელოვან პრობლემებს, განსაკუთრებით დიდთოვლობისა და წყალდიდობების დროს, რაც ამავდროულად იწვევდა მოსახლეობის გულისწყრომას. აღნიშნული ტექნიკის შეძენა კი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე...
გაიმართება შეხვედრა მიკრო ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით
3 მაისს, მიკრო ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრას დაესწრებიან სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიიის წარმომადგენლები.
ფრაქციამ “წალენჯიხა-საქართველოსთვის“ ანგარიში წარადგინა
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ "წალენჯიხა-საქართველოსთვის“, ფრაქციის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას. შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრა გახსნა საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, რომელმაც ისაუბრა თვითმმართველობის განხორციელების დროს ანგარიშვალდებულების აუცილებლობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ფრაქციის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ფრაქცია...
“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”
გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე-აქციის ფარგლებში დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უანგარო დონაცია გაიმართა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უანგარო დონაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრა ევროინტეგრაციის საკითხებზე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა უძღვებოდნენ. შეხვედრა ამერიკის...
“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”
28 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველ სართულზე 11:00 საათიდან დაიწყება სისხლის უანგარო დონაცია. "სისხლის გადასხმა სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას იძლევა.სისხლის კომპონენტები საჭიროა ბავშვებისთვის ანემიის მძიმე ფორმით, ლეიკემიით დაავადებული თუ სხვა პაციენტებისთვის. ჭეშმარიტი ქველმოქმედება სიცოცხლის გადარჩენაა,გახდი ქველმოქმედი,გადაარჩინე სიცოცხლე."-აღნიშნულია წალენჯიხის მუნციიპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უწყების ცნობით, პროექტს ფორმულა ჯგუფი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შიდა სივრცე, მოეწყო სველი წერტილები,გათბობის სისტემა, განათებები, იცვლება დგამ-ავეჯი, ჭადრაკის დაფა და სხვა.
პრემიერი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ
300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...