Blog

სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე...

სააღდგომო-სასაჩუქრე ნობათები ბენეფიციარებს გადაეცემათ

ა(ა)იპ წალენჯიხის სათნოების სახლის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, დღეს ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოს 115 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი დაურიგდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სააღდგომო ნობათი ბენეფიციარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, სათნოების სახლის დირექტორმა გიორგი ჭანიამ და მერის წარმომადგენელმა ქალაქ ჯვარში ირაკლი ხარჩილავამ გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე...

წალენჯიხაში ტენდერი გამოცხადდა სამი ბაღის მშენებლობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 10,3 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ასევე ქალაქ ფოთში და...

წალენჯიხამ რეგიონალურ თამაშებს მინი ფეხბურთში უმასპინძლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და ა(ა)იპ წალენჯიხის ფეხბურთის ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის უნიციპალიტეტმა "სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023"-ის ფარგლებში სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონალურ თამაშებს მინი ფეხბურთში უმასპინძლა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 17 გამარჯვებული გუნდი იღებდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 8 გოგონათა და 9 ვაჟთა გუნდი. მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობას...

წალენჯიხაში 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მერიის, მუნიციპალიტეტის სარებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, საკრებულოს წევრებმა, არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით,დღეს 9 აპრილის სკვერში ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება...

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

როკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი...

ე.წ. “სოციალურ პურზე” ფასი 10 თეთრით შემცირდება

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან, ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც დოლიძემ აღნიშნავს, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა...

წალენჯიხის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს

წალენჯიხის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს. დღეიდან აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელად წალენჯიხის მუნიციალიტეტის ყოფილი გამგებელი მამუკა ქარდავა დაინიშნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაღების დირექტორებს დღეს ის წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა წარუდგინა. შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილ დირექტორს ლანა შენგელიას მადლობა...

წალენჯიხაში მრავალწლიანი ნარგავების განაშენიანებისა და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში მრავალწლიანი ნარგავების განაშენიანებისა და დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან დაასუფთავეს ტერიტორია და მრავალწლიანი, წიწვოვანი ნერგები დარგეს დავით აღმაშენებლის აღმართთან, არსებულ 9 აპრილის და ბ.შანავას ქუჩაზე კეთილმოწყობილ სკვერში.

სასპორტო ცენტრის კარატეს წრის აღსაზრდელების წარმატება

ქალაქ კასპში ჩატარდა ღია ტურნირი კარატეში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სასპორტო ცენტრის კარატეს წრის აღსაზრდელებმა და გამარჯვებები მოიპოვეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასპარეზობაში პირველი ადგილი მოიპვა ძანძავა ლიკამ, ხოლო ზარქუა ნიკა მესამე ადგილზე გავიდა.