Blog

მოყვარულთა ლიგა-წალენჯიხის მუნიციპალური ჩემპიონატი იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ორგანიზებით, იწყება საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის პროექტის, მოყვარულთა ლიგა- წალენჯიხის მუნიციპალური ჩემპიონატი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ეტაპის მონაწილე გუნდის განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელების ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან. "ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება IFAB-ის ფეხბურთის თამაშის წესების შესაბამისად. გთხოვთ, ჩემპპიონატში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინოთ განცხადება მ/წლის 25-30...

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომას საერო და სასულიერო პირები, საზოგადოება წალენჯიხელის წევრები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა. კომისიამ იმსჯელა და შეიმუშავა წინადადებები წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით. გაიწერა სამ დღიანი...

ჯვარში, შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ჯვარში ნინოშვილის, წერეთლის, აფაქიძისა და სააკაძის ქუჩებზე შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს. მოხრეშვა-მოშანდაკება ყველა პრობლემურ უბნებში განხორციელდება.

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. “პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები,...

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, ნაპირდამცავი გაბიონებისა და ხიდბოგირის მშენებლობა მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლემატუესა და ლექუხილეს უბნებში, მიმდინარე ნაპირდამცავი გაბიონებისა და ხიდბოგირის მშენებლობა მიმდინარეობს. ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ბორბოლის უბანში.

წალენჯიხაში სისხლის უანგრო დონაცია გაიმართება

17 ივლისს, 11:00 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სისხლის უანგრო დონაცია გაიმართება. სისხლის გადასხმის პროცედურებს შპს "სისხლის გადასხმის საოლქო სადგური"(სისხლის ბანკი) ჩაატარებს. მსურველებს შეუძლიათ მოვიდნენ სალიას ქუჩა N5-ში, მერიის პირველ სართულზე.

მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი 1000 წლის იუბილეს აღნიშნავს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარის 1000 წლის იუბილეს აღნიშნავს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის არსებობის მანძილზე ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააცნობს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის ისტორიას, წარსულს და საუბარი იქნება ასევე ტაძრის აწმყოსა და მომავალზე. "იდეის ავტორი წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავაა....

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური...

ქარიშხალმა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი დააზიანა

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს 2 ივლისს მეხმა, რომელსაც თან ძლიერი ქარიშხალი ერთვოდა გუმბათის ყელი დაუზიანა. დაზიანდა შიდა სივრცე, ფრესკის ნაწილი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილე თამარ ბელქანია შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. "მერის მოადგილისა და საპატრიაქოს წარმომადგენლობის დროული რეაგირებით, ტაძრის მდგომარეობის შესასწავლად ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენელი, კედლის მხატვარ-რესტავრატორი მერაბ...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.