Blog

გიორგი გუგუჩია: წალენჯიხაში მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდს მოვაწყობთ

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში 5 დღის წინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სწრაფი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გარესამყაროსთან საავტომობილო მოძრაობის გარეშე დარჩენილი 76 ოჯახი ახალი ხიდით ისარგებლებს. ამავე უწყებების მიერ ასევე აღდგა დაზიანებული ხიდი...

საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საქართველოს დროშა დაუშვეს და მარიტასთვის სანთლები დაანთეს. "ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახსა და მეგობრებს, ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ უმძიმეს წუთებში".-განაცხადეს მოსწავლეებმა.

წალენჯიხის მერია-მიმდინარეობს მეწყერისაგან დაზიანებული სასმელი წყლის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგებს მუჟავაშიც ებრძვიან. მეწყერისაგან დაზიანებული ტერიტორიები შლამისაგან და ნაშალი ქანისაგან იწმინდება. უწყების ცნობით, სამუშაოებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკა ასრულებს. დაიწყო მეწყერისაგან დაზიანებული სასმელი წყლის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები.

ფახულანში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის აღდგენა მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ორი დღის წინ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა დილიდან მინდინარეობს. უწყების ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად, საავტომობილო გზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა რამდენიმე საათში ექნება. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გუბერნატორი ადგილზე სტიქიის...

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მყისიერად და მიუკერძოებლად გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი-“საერთაშორისო გამჭვირვალობა”

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდოს. "წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას Საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ავტომობილი დაუწვეს. გია ხარჩილავა ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ოპოზიციონერი მერია და იგი ავტომობილის დაწვას თავის საქმიანობას უკავშირებს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული...

“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”-აქცია წალენჯიხაში

გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე-აქციის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში უანგარო დონაცია გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უანგარო დონაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა და ა(ა)იპ არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა. უანგარო დონაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.

გია ხარჩილავა ამბობს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ ჟრნალისტებთან განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს. „03:30-ზე შვილმა რაღაცის გასკდომის ხმა გაიგო. მაშინვე 112-ში დავრეკეთ. მანქანას უკვე ცეცხლი ეკიდა. აქ სურათი იკითხება. ადამიანის ჩარევით მოხდა ეს აქტი. ეს არის რაღაც აქტი, რომელიც გზავნილსაც შეიცავს. მანქანა იყო 100%-ით გამართული, ამიტომ თვითაალებას გამოვრიცხავ..."-განაცხადა გია ხარჩილავამ.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ინფორმაციისთვის: წუხელ, გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაწვეს.

წალენჯიხის მერის ავტომობილი დაწვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაწვეს. მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მისივე ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტიქიამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

სტიქიის შედეგად წალენჯიხაში, ტაბიძის ქუჩის მდინარე ჭანისწყლის სანაპირო ზოლზე მთლიანად ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუჟავაში ნუკრი ჩხაპელიას ოჯახის თხილნარი ჩამოიშალა და მდინარემ წაიღო. ობუჯში, სასონგულიოსა და სქურდილას უბანში, სასმელი წყლის მილები და საყრდენი ბოძები ჩამოიშალა და 50-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.