Blog

მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სათავე ნაგებობის ამოწმენდა განხორციელდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში კომუნალური სამსახურის მიერ, მოსახლეობასთან ერთად, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის ამოწმენდა განხორციელდა. "მდგომარეობა სავალალო იყო და ხშირ შემთხვევაში ეს მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევდა".-ნათქვამია ინფორმაციაში.

წალენჯიხაში, აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს წალენჯიხიდან ოთხი პიროვნება შეეწირა: მეომრი კობა ხარჩილავა და 9 აგვისტოს გორის გზაზე ტრგიკულად დაღუპულები ერეკლე, ენვერ და დალი ჭანიები.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით შეხვედრა-დისკუსია გაიმართა

წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. შეხვედრას დაინტერესებული მოქალაქეები, ახალგაზრდები, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპიკერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია გახლდათ. საუბრები შეეხო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს, 8 აგვისტოს მოვლენებს და იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ დღემდე აწარმოებს. წალენჯიხის...

“რუსეთი ოკუპანტია”, პუტინი ტერორისტია” – წალენჯიხაში საპროტესტო ბანერი გააკრეს

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, წალენჯიხის ცენტრში "დროას" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ ბანერი გააკრა. "რუსეთი ოკუპანტია", "პუტინი ტერორისტია" - ამ შინაარსის წარწერებია ბანერზე დატანილი, რომელიც სტამბის შენობაზეა გაკრული. "მოქალაქეები ჩერდებოდნენ და გვეხმარებოდნენ ბანერის გასწორებაში. ქვემოდან გვაძლევდნენ მითითებებს", - ამბობს მარიამ სიჭიანავა.

მედანში საავტომობილო გზის სარეაბილიატაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 - კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობა და დამეწყრილი მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მედანის საავტომობილო გზის ღირებულება 4 525 548 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პასაჟი საქართველო“ ასრულებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით...

წალენჯიხაში, სალიას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში, სალიას ქუჩაზე, ბაზრის წინ მდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. არსებული ამორტიზირებული ბეტონის საფარისა და ბორდიურის დანგრევა-დემონტაჟის დასრულების შემდეგ ტროტუარების მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო, რაც ბეტონის საფარისა და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოეწყობას ითვალისწინებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ათენ როუდ-ი ასრულებს.

ზუგდიდში, “თანაზიარში” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ჩაატარებს კონსულტაციებს

8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.

9, 10 და 11 აგვისტოს მატარებლები არ იმოძრავებენ

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ პროექტის...

სტუდენტური დღეები 2022 იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს სტარტს აიღებს "სტუდენტური დღეები -2022". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდებს ბევრი საინტერესო სიახლეებით დატვირთული დღეები ელოდებათ. "მონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ მეილზე-studenturidgheebi@gmail.com სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი. რეგისტრაციის ბოლო ვადა 5 აგვისტოა".-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წალენჯიხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2 650 000 ლარს მიიღებს

ცენტრალური ბიუჯეტიდან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2 650 000 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ განაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუბერნატორი, მოადგილესთან და რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსთან ერთად, დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და ამავე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შეხვდა. შეხვედრაზე...