ჯაღირა ნაიშმარუს საუბნო გზებზე ბეტონის საფარი მოეწყო

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირა ნაიშმარუს საუბნო გზებზე ბეტონის საფარი მოეწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯი-გალურის უბანში გარე განათებები, ჭაჭახის უბანში ცხაურები, ხოლო ობუჯის ცენტრში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, დამატებით სასმელი წყლის ავზი მოეწყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს: სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების,...

23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

წალენჯიხაში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ...

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება...

ზედა ოჭანეში 50 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზედა ოჭანეში, 50 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. უწყების ცნობით, მოწესრიგებული და რეაბილიტირებულიქნა სათავე ნაგებობები და რეზერვუარები, წყალსატუმბს მიეწოდება ელექტროენერგია და დამონტაჟდა მრიცხველი, ასევე მოწყობილი ქსელი და მაგისტრალი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს სრული დაფარვა და 24 საათიანი წყალმომარაგება.

მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა...

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა , როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის სამუშაოები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოლორში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. "ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში კი საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს: სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების,...

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ...