31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში – ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

“დემოკრატიის ფესტივალი” წალენჯიხაში

წალენჯიხაში, "დემოკრატიის ფესტივალი" DemFest-გაიმართა. ინოვაციური ფესტივალის მთავარი იდეა დემოკრატიისა და მისი სულისკვეთების აღნიშვნა გახლდათ. ფესტივალი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას. ღონისძიება ოფიციალურად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ გახსნა. ფესტივალზე წარმოდგენილ იქნა, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ შექმნილი ნაწარმი და ხელოვანების ნამუშევრები. სხვადასხვა...

28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენოს ინფორმაციით, 28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს...

ხვალ, ჯვარის კულტურის სახლში ჩატარდება “C” ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი

24 ივლისს, 11:00 საათიდან, ქ. ჯვარის კულტურის სახლში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი ნებისმიერი მსურველისთვის ჩაატარებს "C" ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგს. ღონისძიების მხარდამჭერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.

მოყვარულთა ლიგა-წალენჯიხის მუნიციპალური ჩემპიონატი იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ორგანიზებით, იწყება საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის პროექტის, მოყვარულთა ლიგა- წალენჯიხის მუნიციპალური ჩემპიონატი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ეტაპის მონაწილე გუნდის განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელების ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან. "ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება IFAB-ის ფეხბურთის თამაშის წესების შესაბამისად. გთხოვთ, ჩემპპიონატში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინოთ განცხადება მ/წლის 25-30...

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომას საერო და სასულიერო პირები, საზოგადოება წალენჯიხელის წევრები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა. კომისიამ იმსჯელა და შეიმუშავა წინადადებები წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით. გაიწერა სამ დღიანი...

ჯვარში, შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ჯვარში ნინოშვილის, წერეთლის, აფაქიძისა და სააკაძის ქუჩებზე შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს. მოხრეშვა-მოშანდაკება ყველა პრობლემურ უბნებში განხორციელდება.

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. “პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები,...

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, ნაპირდამცავი გაბიონებისა და ხიდბოგირის მშენებლობა მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლემატუესა და ლექუხილეს უბნებში, მიმდინარე ნაპირდამცავი გაბიონებისა და ხიდბოგირის მშენებლობა მიმდინარეობს. ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ბორბოლის უბანში.

წალენჯიხაში სისხლის უანგრო დონაცია გაიმართება

17 ივლისს, 11:00 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სისხლის უანგრო დონაცია გაიმართება. სისხლის გადასხმის პროცედურებს შპს "სისხლის გადასხმის საოლქო სადგური"(სისხლის ბანკი) ჩაატარებს. მსურველებს შეუძლიათ მოვიდნენ სალიას ქუჩა N5-ში, მერიის პირველ სართულზე.