ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯვარელი, ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალიკა ცაავას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მეგობრებმა,ოჯახის წევრებმა. ალიკა ცაავა, 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კომანდოს ბატალიონის წევრი გახლდათ.

წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ტაეკვონდოს ცენტრის მოსწავლეების წარმატება

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის ინიციატივით, 11-14 აპრილს ქ. ქუთაისში ჩატარდა "იმერეთის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებით იასპარეზეს წალენჯიხის ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის ტაეკვონდოს ცენტრის მოსწავლეებმა. ლიზი ბობოხიამ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული (59კგ.წ კატეგორიაში). დათო ბელქანიამ მესამე ადგილი დაიკავა (58 კგ.წ. კატეგორიაში).

წალენჯიხაში ჩოგბურთის კორტები გაიხსნა

წალენჯიხაში ჩოგბურთის კორტები გაიხსნა. ჩოგბურთის კორტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი. მისი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს. კორტზე განთავსებულია ტრიბუნები მაყურებელთათვის და ღამის განათება. ფოტო: წალენჯიხის მერია

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა , მერიისა და საკრებულოს, არასამეწარმეო იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. 9 აპრილის სკვერში ღონისძიება გაიმართა, სკვერი ტიტებით შეიმკო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემაჯამებელი ღონისძიება წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა.

სამესხიოს უბანში პრობლემური გზის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში პრობლემური გზის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახის სამუშაოები ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობასთან ერთად, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა.

ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს ჩამოეწერებათ 2021 წლის იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...

ეწერფერდში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ჭალეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერფერდში შიდა საავტომობილო გზის 2,934 კმ მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება შეადგენს 1.577 777 ლარს. პროექტი გარდამავალია და ის 2026 წელს დასრულდება.

პოლიციამ წალენჯიხაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია. შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია...

წალენჯიხაში ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

დღეს, წალენჯიხაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ბავშვები უფასო თერაპიის კურსებს გაივლიან. ამ ეტაპზე, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში 20-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარების სპეცკურსების გასავლელად. ინფორმაციისთვის: 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება აღინიშნება. ეს თარიღი...