მერია: გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ცენტრალური გზა ყველა მიმართულებით იწმინდება. მობილიზებულია ტექნიკა, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდოს, როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სეს: არ შეიძინოთ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...

გიორგი ხარჩილავა მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა დღეს მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა. გიორგი ხარჩილავამ მოსახლეობას მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ მუნიციპალურ პროგრამებზე, ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის საკითხებზე. ასევე, კოალიციური მმართველობის დადებით მხარეებზე, მეგობართა კლუბის მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის...

წალენჯიხის მერი 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენს

22 დეკემბერს, 13:00 საათზე, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წალენჯიხის მოსახლეობას წარუდგენს. დასწრება თავისუფალია.

მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის 2,785 კმ-იან გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია-შპს ნიუ პასაჟი ასრულებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ასევე კიუვეტები და ბეტონის წყალსაწრეტი არხები. მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დაათვალიერა.

26 დეკემბერს წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 დეკემბერს წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილია გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედანი. საახალწლო პროგრამის დასაწყისია 14:00 საათი. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14:00-14:15 - ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი. 14:00-17:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადება,...

ჯვარში ორი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში ერთდროულად ორი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მესამე კორპუსის გადახურვის სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს

ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საახალწლო ილუმინაციები მონტაჟდება. დაიდგა ნაძვის ხე, ცენტრალური მოედანი საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება. ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო 14 დეკემბერს და დასრულდება 29 დეკემბერს. ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.