დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...

ფერისცვალების დღესასწაული იზეიმეს წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში

ფერისცვალების დღესასწაული იზეიმეს წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც წელს დაარსებიდან 1000 წელს აღნიშნავს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა ისტორიულ ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შარაშენიძემ აღავლინა. წალენჯიხაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.

დღეს ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.

მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში დელეგატად “ოცნებამ” ილია ინჯია წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში დელეგატად მმართველმა პარტიამ ილია ინჯია წარადგინა. "მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუში იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი".-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობხიძემ.

16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 16-17 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...

გუბერნატორი ჯგალში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების შესახებ არსებულ პრობლემას გაეცნო. სოფელს წყლის დებეტის არ ჰყოფნის, გადაწყდა რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არსებული პრობლემის და წყალმომარაგების ქსელის ვითარების შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფს გამოყოფს. ჯგალში 180-მდე ოჯახს ტექნიკური წყალი მიეწოდება, თუმცა არასაკმარისი დებეტის გამო მოქალაქეებისთვის...

რიკოთის ახალი 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია. “დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება....

წალენჯიხაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში, უხვი ნალექის შედეგად ჩამოირეცხა შიდა-საუბნო გზები. ადიდდა მდინარეები, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024...

კობა ხარჩილავას ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მეომრის, წალენჯიხელის, ჯგალის მკვიდრის კაპრალი კობა ხარჩილავას ხსოვნას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. მხედრული მამაცობისთვის კი ის ოქროს მედლით იქნა დაჯილდოებული. ამავდროულად ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამოქალაქო პირების,...