წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს: საუკეთესო მოთხრობაზე, საუკეთესო ნახატზე და ვიდეოჩანახატზე. "აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეიდან, 26 დეკემბრის ჩათვლით, იწყება საკონკურსო მონაცემების მიღება. გამარჯვებულებს გამოავლენს საპატიო ჟიური. ფულადი ჯილდო ერთჯერადად გადაეცემა გამორჩეულ კონკურსანტს. ასევე დაწესებულია სხვადასხვა სახის ჯილდო."-აღნიშნულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში. საკონკურსო ნამუშევრები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მერიის ოფიციალურ მეილზე-tsalenjikhismeria@gmail.com

გდი: სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...

პენსიონერთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...

მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის 2,785 კმ-იან გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. "ამჟამად გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია-შპს ნიუ პასაჟი ასრულებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ასევე კიუვეტები და ბეტონის წყალსაწრეტი არხები."-აღნიშნულია ინფორმაციში.

ჯგალში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლითაც მომარაგდება ე.წ. ლეთოფურეს ავზი, აშენდება საქლორატორო შენობა და წლების მანძილზე არსებული პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ 170 ოჯახი სასმელად ვარგის წყალს მიიღებს. პროექტის ღირებულება 230 000 ლარს შეადგენს.

როინ დობორჯგინაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა

ლანჩხუთში დამსახურებული მწვრთნელის, ევროპის პრიზიორისა და მსოფლიო თასის მფლობელის როინ დობორჯგინაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში წარმატებით იასპარეზეს წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ჯვარის ჭიდაობის წრის მოსწავლეებმა: ცოტნე ფიფიამ მესამე ადგილი, 71 კგ.წონით კატეგორიაში და საბა თოდუამ მესამე ადგილი -110 კგ.წონით კატეგორიაში აიღეს.

წალენჯიხაში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდება

ფონდი "სოხუმი"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალებისათვის უფასო სამედიცინო კვლევა კონსულტაციებს გეგმავს. კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წალენჯიხაში, თამარ მეფის ქუჩაზე, კლინიკა "ლასტანი"-ს ტერიტორიაზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიბოს სკრინინგს შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი "ჰერა" განახორციელებს. უფასო სკრინინგში შედის: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან...

კალათბურთის ტურნირი ვაჟთა კატეგორიაში ჩატარდა

დღეს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში კალათბურთის ტურნირი ვაჟთა კატეგორიაში ჩატარდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი აიღო საჩინოს პირველმა საჯარო სკოლამ (მწვრთნელი გოჩა ჭანტურია). მეორე ადგილი დაიკავა წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლამ (მწვრთნელი - ნანა კვარაცხელია). ინფომაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

სათემო ორგანიზაცია “მუჟავას თემი” დაარსდა

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, სათემო ორგანიზაცია “მუჟავას თემი” დაარსდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ორგანიზაციის ამოცანა სოფლის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელებაა. ასევე, ტურიზმის განვითარების ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაა. "როგორც სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელ შეკრებაზე ითქვა, ორგანიზაცია უცხოელი ტურისტების მოზიდვაზე, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების, ასევე, შიდა ტურიზმის განვითარების...