მერია-წალენჯიხაში სასმელი წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია დაიწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შპს "ინვესტ გრუპის" დირექტორი გიორგი წკრიალაშვილი, ამავე კომპანიის წარმომადგენლები ამერან წკრიალაშვილი და შაქრო კვაშილავა სტუმრობდნენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქალაქის დაქსელვის, ჭაბურღილების მოწყობისა და სასმელი წყლის მილების სრული რეაბილიტაციის საკითხი იყო. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ინვესტ გრუპი" განახორციელებს. "ინვესტგრუპის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის...

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....

პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და...

წალენჯიხას ახალი სახანძრო ავტომანქანა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდა. ახალი, მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების დონის სახანძრო ავტომანქანა დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა.

წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, 3 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, 2 – იმერეთში. "მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. ვინაიდან ხუთივე...

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. "გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით...

წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ანსამბლების წარმატება

ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა-ფოლკლორული ანსამბლი "მამული", ქორეოგრაფიული ანსამბლი "იმედი" და "მტრედები", სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივლ "ჰარირა"-ში მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალში ფოლკლორული ანსამბლი ,,მამული", გრან-პრისა და ოქროს არწივის მფლობელი გახდა და მათ ასევე, მოწვევა მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში (ასარჩევად). ქორეოგრაფიული ანსამბლი "იმედი" და "მტრედები" კი დიპლომებით დაჯილდოვდნენ....

ირაკლი კობახიძე: ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ...

დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.