გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიშში კი, მოქალაქემ კრიპრომეიის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვა, 4 ერთეულ ხე-მცენარეს კი ტოტები გადაჭრა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებაში...
წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის დეკემბერში 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში – აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. “მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს...
წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება წალენჯიხაში გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. საახალწლო ღონისძიება წალენჯიხაში დავით მაზანაშვილის ბენდის, გიგა ჯალაღონიას ტრიოს, ელენე ფოჩხუას, სოფო ბედიას, დათუნა მგელაძის, ნინი შერმადინის და სხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტითა და...
ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 3-5 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...
მერია: მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გასუფთავება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები, სამაშველო სამსახურის, მერიის, ასევე ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. "ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გასუფთავება და ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფის მიერ ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ყველა შეტყობინებაზე ხდება...
მერია: გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ცენტრალური გზა ყველა მიმართულებით იწმინდება. მობილიზებულია ტექნიკა, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდოს, როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სეს: არ შეიძინოთ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...
გიორგი ხარჩილავა მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა დღეს მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა. გიორგი ხარჩილავამ მოსახლეობას მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ მუნიციპალურ პროგრამებზე, ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის საკითხებზე. ასევე, კოალიციური მმართველობის დადებით მხარეებზე, მეგობართა კლუბის მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის...
წალენჯიხის მერი 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენს
22 დეკემბერს, 13:00 საათზე, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წალენჯიხის მოსახლეობას წარუდგენს. დასწრება თავისუფალია.
მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის 2,785 კმ-იან გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია-შპს ნიუ პასაჟი ასრულებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ასევე კიუვეტები და ბეტონის წყალსაწრეტი არხები. მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დაათვალიერა.